2021 წლის 26 ნოემბერი
კანადა
გადაუღებელმა წვიმებმა კანადის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობა გამოიწვია
2021 წლის 13—15 ნოემბერს გადაუღებელი წვიმების გამო ბრიტანეთის კოლუმბიის ზოგიერთი ტერიტორია (კანადის დასავლეთი ნაწილი) დაიტბორა. განსაკუთრებით წვიმდა ოც ადგილას. ამ ტერიტორიებზე ასეთი უხვი ნალექი პირველად დაფიქსირდა. ზოგან სამი დღის განმავლობაში 250 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა. გადაუღებელ წვიმებს წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა. შექმნილი მდგომარეობის გამო ჩაიხერგა საავტომობილო გზები, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია, ტურისტები კი ვერ ახერხებენ ტერიტორიის დატოვებას.
დაზარალებული და-ძმები
არ დაშავებულა არცერთი ჩვენი და-ძმა.
საჭირო გახდა 144 მაუწყებლის ევაკუაცია.
დაზიანდა, სულ მცირე, 35 სახლი.
დაზარალებულთა დახმარება
კანადის ფილიალმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.
საევაკუაციო ზონის დატოვების შემდეგ საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი და-ძმები მეზობელ ქალაქებში მცხოვრებმა ნათესავებმა და თანაქრისტიანებმა შეიფარეს.
სარაიონო ზედამხედველები და უხუცესები ამხნევებენ დაზარალებულ და-ძმებს.
დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო ჯგუფთან ერთად ცდილობს, შეაფასოს ზარალი და საჭირო სამუშაოებს გაუწიოს ორგანიზება იქ, სადაც ეს ნებადართულია.
დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.
დაზარალებულთა უმეტესობას სახლების დატოვება ამა წლის აგვისტოშიც მოუწიათ, როცა ტყის ხანძარი კანადაში უმართავი გახდა. გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმების ფონზე იეჰოვას მოწმეები განსაკუთრებით მადლიერნი არიან, რომ ამ მხრივ ორგანიზაცია საჭირო ხელმძღვანელობას უწევს და წინასწარ ამზადებს მათ. ამის წყალობით, მათ ყოველთვის მზად აქვთ ჩანთები გადაუდებელი შემთხვევებისთვის.
ბუნებრივი კატაკლიზმები შეიძლება კიდევ უფრო გახშირდეს და უფრო მასშტაბურიც გახდეს, მაგრამ ჩვენ რწმენას არ ვკარგავთ, რომ იეჰოვას ჩვენი ხსნის ძალა შესწევს (აბაკუმი 3:17, 18).