2019 წლის 17 მაისი
კანადა
დიდი წყალდიდობა კანადაში
წყალდიდობის გამო კანადის პროვინციებში — ნიუ-ბრანზუიკში, ონტარიოსა და კვებეკში — ათასობით ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. მარტო კვებეკში დაახლოებით 9 000 ადამიანია ევაკუირებული.
კანადის ფილიალი გვატყობინებს, რომ კვებეკში ჩვენი და-ძმების 44 სახლია დაზიანებული. ნიუ-ბრანზუიკსა და ონტარიოში ზარალის ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა წყალდიდობა ისევ გრძელდება.
სარაიონო ზედამხედველები თანამშრომლობენ ადგილობრივ უხუცესებთან და ინახულებენ კვებეკში მცხოვრებ დაზარალებულ მაუწყებლებს. გარდა ამისა, ფილიალის წარმომადგენელმა მოინახულა სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მაუწყებლები და სათანადო სულიერი დახმარება აღმოუჩინა მათ. ბოსის რეგიონში და-ძმებმა უკვე დაასრულეს თავდაპირველი გაწმენდითი სამუშაოები და 20 სახლიდან გამოიტანეს ტალახი. შეიქმნა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი სენტ-მარტ-სულ-ლე-ლაკში მათ დასახმარებლად, ვისაც სტიქიის შედეგად სახლები დაუზიანდა.
ვლოცულობთ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ თანაქრისტიანებზე, რომ მათ იმედი კვლავაც იეჰოვაზე დაამყარონ, რომელიც არის მათი „ძლიერება და ძლევამოსილება“ (გამოსვლა 15:2).