2019 წლის 26 ივლისი
კანადა
კანადა, ტორონტო — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
თარიღი: 19—21 ივლისი, 2019
ადგილი: „საგამოფენო დარბაზი“, ტორონტო, ონტარიო
ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური
დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 46 183
მონათლულთა რაოდენობა: 317
სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 5 000
მიწვეული ფილიალები: ბრაზილია, ბრიტანეთი, იაპონია, ინდოეთი, კორეა, უკრაინა, ფილიპინები, ფინეთი, შეერთებული შტატები, ცენტრალური ამერიკა
ადგილობრივი შემთხვევა: „ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა, რის გაკეთებასაც [იეჰოვას მოწმეების] კონგრესის კომიტეტი გეგმავდა, — თქვა ლაურა პურდიმ, „საგამოფენო დარბაზის“ გაყიდვებისა და ღონისძიებების მენეჯერმა“, — ჩვენ პატარა გამოკვლევა ჩავატარეთ და დავუკავშირდით იმ შენობების ადმინისტრაციულ განყოფილებებს, სადაც იეჰოვას მოწმეებს უკვე ჩატარებული ჰქონდათ მსგავსი კონგრესები და ფაქტობრივად, ისინიც იმავე შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ, როგორშიც ახლა ჩვენ ვართ“, — ქალბატონი პრუდი განაგრძობს, — „მათ ძალიან თბილი და სასაიმოვნო გარემო ჰქონდათ შექმნილი. ყველა მსგავს დაწესებულებას ვურჩევ, უმასპინძლონ JW კონგრესებს თავიანთ ქალაქებში“.
ადგილობრივი და-ძმები სიხარულით ეგებებიან ტორონტოს აეროპორტში ჩასულ სტუმრებს.
ადგილობრივი მაუწყებლები სიხარულით ქადაგებენ სტუმარ და-ძმებთან ერთად.
ბეთელელები მუსიკალურ ინსტრუმენტებზე მელოდიების შესრულებით ეგებებიან სტუმრებს.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა ჯეფრი ჯექსონი, წარმოთქვამს დასკვნით მოხსენებას პარასკევს.
ნათლობის პროცესი. სულ მოინათლა 317 ადამიანი.
და-ძმები აკეთებენ ჩანაწერებს კონგრესის მსვლელობისას.
მისიონერები და სხვა სპეციალური სრული დროით მსახურები მიემართებიან სცენისკენ და ემშვიდობებიან და-ძმებს; ისინი კი მათი შრომისადმი მადლიერების ნიშნად ტაშს უკრავენ.
ხუთი და აცოცხლებს 1920-იანი წლების რადიოსადგურ CKCX-ის ერთ-ერთ გადაცემას. ეს რადიოსადგური ტორონტოში მდებარეობდა. 1926 წელს ბიბლიის მკვლევრებმა (ასე ერქვათ მაშინ „იეჰოვას მოწმეებს“) აამოქმედეს საკუთარი რადიოსადგურები კანადის ოთხ ქალაქში; ამ ფაქტმა უფრო გაამდიდრა კანადის თეოკრატიული მემკვიდრეობა.
ბეთელელები ასრულებენ მელოდიებს კანადის ფილიალში მისული სტუმრებისთვის.