არჩეულ მასალაზე გადასვლა

პიონერი წყვილი, ჯინ-ივესი და ვასთი მუდაჰერანვები

2020 წლის 6 აპრილი
კანადა

სიმშვიდე მსოფლიო პანიკის დროს

სიმშვიდე მსოფლიო პანიკის დროს

მონრეალში (კანადა) მცხოვრები ძმა ჯინ-ივეს მუდაჰერანვა და მისი მეუღლე ვასთი, შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან. ძმა ჯინ-ივესი პულმონოლოგად მუშაობს ერთ-ერთ ჰოსპიტალში, ხოლო მისი მეუღლე ექთანია COVID 19-ის სამკურნალო ცენტრში. ამ რთულ პერიოდში, როცა ემოციური წნეხი ძალიან დიდია, ისინი ძალებს იეჰოვასგან იღებენ და მისი დაპირებისამებრ, „მხიარულ გულს“ ინარჩუნებენ (ესაია 65:14).

„ჩემი თანამშრომლები ასეთი შეშინებულები არასოდეს მინახავს“, — ამბობს ძმა ჯინ-ივესი, — „პირადი შესწავლა დიდ დახმარებას გვიწევს“. ვასთი კი აღნიშნავს: „ვხედავთ, როგორ სრულდება ბოლო დღეების ნიშანი და საკუთარ თავს ვახსენებთ, რომ იეჰოვა ჩვენთანაა და არასდროს მიგვატოვებს. ლოცვის ძალაც არ გვავიწყდება. სამსახურში წასვლამდე ვლოცულობ და დღეს მშვიდად ვიწყებ“.

მუდაჰერანვები ვიდეოკონფრენციით ესწრებიან კრების შეხვედრას

„წარმოშობით რუანდიდან ვარ და იქ მოწყობილი გენოციდი საკუთარი თვალით მინახავს“, — გვიყვება ძმა ჯინ-ივესი, — „კანადისთვის მსგავსი რამ სრულიად უცხოა. ამიტომ აქ ზოგჯერ ადამიანს შეიძლება დაავიწყდეს, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. გულწრფელად რომ ვთქვა, მეც არ ვფიქრობდი, რომ იეჰოვას დღე ძალიან ახლოს იყო. პანდემიამ დამარწმუნა, რომ უდავოდ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. აგრეთვე უფრო გამიღრმავდა რწმენა ბიბლიისა და მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების მიმართ“.

მუდაჰერანვების მსგავსად მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას ხალხი, რთული პერიოდის მიუხედავად, სიმშვიდეს ინარჩუნებს (ესაია 48:18).