არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 25 ივლისი
კანადა

ბრიტანეთის კოლუმბიის ტყეში ხანძარი მძვინვარებს

ბრიტანეთის კოლუმბიის ტყეში ხანძარი მძვინვარებს

პრინც-ჯორჯის სამხრეთით (ბრიტანეთის კოლუმბია) ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო ქვეყნის უფლებამოსილმა პირებმა მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს. იეჰოვას მოწმეების 130-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც 2017 წლის 7—9 ივლისს კონგრესზე დასასწრებად იყვნენ წასულები, თავიანთ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

იეჰოვას მოწმეების ადგილობრივმა ფილიალმა, რომელიც ონტარიოს პროვინციაში მდებარეობს, დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რათა თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოს მოწმეები. სტადიონის ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 2 500 იეჰოვას მოწმე იყო შეკრებილი კონგრესზე დასასწრებად, მოწმეებმა სტადიონის დირექციის ნებართვით ტრაილერები დააყენეს, რათა დროებით საცხოვრებლად გამოეყენებინათ.

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიო მთავარი სამმართველოდან კოორდინირებას უწევს სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარებას, რისთვისაც იგი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დევიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

კანადა: მეთიუ როზონი, ტელ. +1-905-873-4100