არჩეულ მასალაზე გადასვლა

(მარცხნივ) მიძღვნის პროგრამა ტარდება ნაქირავებ დარბაზში. (მარჯვნივ) ახალი სასწავლო კომპლექსი, რომელიც ორი შენობისგან შედგება

2019 წლის 19 ნოემბერი
კენია

ახალი სკოლის შენობის მიძღვნა კენიაში

ახალი სკოლის შენობის მიძღვნა კენიაში

2019 წლის 9 ნოემბერს კენიაში, ქალაქ ელდორეტში, ჩატარდა ახალი სასწავლო კომპლექსის მიძღვნის პროგრამა. მიძღვნის თემა წარმოთქვა კენიის ფილიალის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ძმა ბენგტ ოლსონმა, 1 199 დამსწრის წინაშე, რომელთა რიცხვშიც შედიოდა 500 სპეციალური სრული დროით მსახური. ისინი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ პროგრამაზე დასასწრებად. ამ კომპლექსში, რომლის ფართობი 433 კვადრატული მეტრია, ჩატარდება სამეფოს მახარობელთა სკოლები; აგრეთვე სკოლები სარაიონო ზედამხედველებისა და მათი მეუღლეებისთვის. ყოველწლიურად მახარობელთა სკოლის, სულ მცირე, სამი კლასი გაივლის კურსს.

სასკოლო კომპლექსი შედგება ფილიალის საკუთრებაში არსებული რამდენიმე შენობისგან. მისიონერთა ყოფილი სახლი გარემონტდა და იქ განთავსდა სამრეცხაო, სამზარეულო და სასადილო, ხოლო სამეფო დარბაზი გადაკეთდა საკლასო ოთახად. სარემონტო სამუშაოები დაიწყო 2019 წლის პირველ აპრილს და მათი დიდი ნაწილი დასრულებული იყო 9 სექტემბრისთვის.

იმაზე საუბრისას, თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება თეოკრატიული სკოლები, ძმა ოლსონმა აღნიშნა: „აღმოსავლეთ აფრიკაში თეოკრატიული ზრდის უდიდესი პოტენციალი არსებობს. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნულ სკოლებში მომზადების წყალობით კურსდამთავრებულები დახმარებას გაუწევენ ხალხთა დიდ ნაკადს, რომ შეძლონ იეჰოვას მთაზე ასვლა“ (მიქა 4:1).