2019 წლის 4 სექტემბერი
კენია
გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ლუო ენაზე
2019 წლის 30 აგვისტოს კისუმუში (კენია) ჩატარებულ იეჰოვას მოწმეთა რეგიონულ კონგრესზე გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ლუო ენაზე. კენიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა რემი პრინგლმა ბიბლიის გამოცემა კონგრესის პირველივე დღეს გამოაცხადა. მთლიანობაში კონგრესს 2 481 ადამიანი დაესწრო; დამსწრეთა შორის იყვნენ ის და-ძმებიც, რომლებიც ტრანსლაციით ისმენდნენ პროგრამას ორი სხვადასხვა ადგილიდან.
ბიბლიის თარგმნას დაახლოებით სამი წელი დასჭირდა. ერთი მთარგმნელი ამბობს: «„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სასიკეთოდ აისახება და-ძმებზე, რომლებიც ერთი სულით ელიან მთლიანი ბიბლიის გამოცემას ლუო ენაზე. კრებებში ბევრს არ გააჩნდა საკმარისი თანხა, რომ ოჯახის თითოეულ წევრს პირადი ბიბლია ჰქონოდა. ამიტომ ეს ახალი გამოცემა მართლაც დიდი საჩუქარი იქნება მათთვის. თანამედროვე ენაზე შესრულებული ეს თარგმანი და-ძმებს დაეხმარება, ოჯახური თუ პირადი შესწავლა უფრო ნაყოფიერად ჩაატარონ».
ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად ან ნაწილობრივ 184 ენაზეა ხელმისაწვდომი. აქედან 25 ბიბლიის გადამუშავებული თარგმანია, რომელთაც საფუძვლად დაედო 2013 წლის ინგლისური გამოცემა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს გამოცემა კენიის ფილიალის ტერიტორიაზე მცხოვრებ დაახლოებით 1 800 ლუოენოვან მაუწყებელს კიდევ უფრო დააახლოებს იეჰოვასთან. გარდა ამისა, ეს თარგმანი დიდ დახმარებას გაუწევს მათ, რომ 5 მილიონზე მეტ ადამიანს უქადაგონ ლუო ენაზე (მათე 24:14).