არჩეულ მასალაზე გადასვლა

კენიის დედაქალაქ ნაირობიში არსებული სასტუმრო კომპლექსი „დუსიტი“, რომელზეც მოხდა თავდასხმა

2019 წლის 25 იანვარი
კენია

თავდასხმა სასტუმრო კომპლექსზე კენიაში

თავდასხმა სასტუმრო კომპლექსზე კენიაში

2019 წლის 15 იანვარს კენიის დედაქალაქ ნაირობიში სასტუმრო კომპლექსზე განხორციელებული თავდასხმის დროს, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა.

კენიის ფილიალი იტყობინება, რომ თავდასხმის შედეგად, რომელიც ფილიალიდან შვიდიოდე კილომეტრში განხორციელდა, არცერთი მაუწყებელი არ დაშავებულა. სასტუმრო კოპლექს „დუსიტში“ ათი იეჰოვას მოწმეა დასაქმებული. თავდასხმის დროს  შვიდი მათგანი არ იმყოფებოდა სამუშაოზე, დანარჩენებმა უსაფრთხო ადგილს შეაფარეს თავი. ევაკუირებულთა შორის იყო ერთი ჩვენი ძმა და ერთი და, რომლებიც 12 საათის განმავლობაში იყვნენ დამალულნი, სანამ ალყა არ მოიხსნა.

ადგილობრივი უხუცესები და სარაიონო ზედამხედველები სულიერ დახმარებას უწევენ მაუწყებლებს, რომლებიც ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალდნენ. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ ანუგეშოს ჩვენი და-ძმები ამ მძიმე დროში (2 კორინთელები 1:3, 4).