29 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
კოლუმბია
გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ვაიუუნაიკი ენაზე
2023 წლის 18 აგვისტოს მაიკაოში (ლა-გუახირა, კოლუმბია) ჩატარებულ რეგიონულ კონგრესზე „კვლავაც მოითმინეთ!“ კოლუმბიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ჯაკომო მაფეიმ გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ვაიუუნაიკი ენაზე. კონგრესს მთლიანობაში 265 ადამიანი დაესწრო. ამ გამოცემის ელექტრონული ვერსია მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი, ბეჭდური ვერსია კი კრებებს 2024 წლის დასაწყისისთვის გაეგზავნება.
ვაიუუნაიკი ენაზე საუბრობს 700 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც ვაიუ ხალხსაც უწოდებენ. ისინი, ძირითადად, ლა-გუახირსა (კოლუმბია) და სულიას შტატში (ჩრდილოეთი ვენესუელა) სახლობენ. ამ ენაზე იეჰოვას მოწმეებმა პუბლიკაციების თარგმნა 1998 წელს დაიწყეს. მთარგმნელობითი ოფისი მდებარეობს რიოაჩაში (ლა-გუახირა). კოლუმბიასა და ვენესუელაში ამჟამად 17 ვაიუუნაიკიენოვანი კრება და 4 ჯგუფია, სადაც მთლიანობაში 445 მაუწყებელი მსახურობს.
ერთმა ძმამ თავისი სიხარული ასე გამოხატა: „ჩვენს ენაზე ბიბლიის ასეთი გასაგები თარგმანი მართლაც უდიდესი საჩუქარია ჩვენი ზეციერი მამისგან“. კიდევ ერთმა ძმამ აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, ეს ახალი თარგმანი მეტად დააახლოებს მკითხველს იეჰოვასთან“.
გვჯერა, რომ ვაიუუნაიკი ენაზე შესრულებული ბიბლიის ეს თარგმანი ჩვენი და-ძმებისთვის გამხნევების წყარო იქნება და ბევრს დაეხმარება, დაიკმაყოფილოს სულიერი საჭიროებები (მათე 5:3).