არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: ნეითან ნორი და ფრედერიკ ფრენცი 1946 წელს ბოგოტაში და-ძმებთან ერთად; მარჯვნივ: მისიონერები ოლაფ ოლსონი, ჯეიმზ ვებსტერი და ქვინ-დეილ ლოდერდეილი (ზემოთ მარცხნიდან მარჯვნივ); ენ ლოდერდეილი, ჰელენ ლანგფორდი და ჯუელ ჰარპერი (ქვემოთ მარცხნიდან მარჯვნივ)

2022 წლის აპრილი
კოლუმბია

იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის ასი წლისთავი კოლუმბიაში

იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის ასი წლისთავი კოლუმბიაში

2022 წელს კოლუმბიაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის ასი წლისთავი შესრულდა. a

ელიოდორო ერნანდესი

1922 წელს ელიოდორო ერნანდესმა, რომელიც ბიბლიით იყო დაინტერესებული, ერთი ნაცნობისგან ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ რამდენიმე ნომერი ითხოვა. ელიოდორო მალევე მიხვდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა და სხვებთანაც დაიწყო ამის შესახებ საუბარი. ორი წლის შემდეგ მისი ქადაგებით დაინტერესდა ერთი მამაკაცი, ხუან ესტუპინიანი, რომელიც მასთან ერთად შეუდგა ქადაგებას. ორივენი 1932 წელს მოინათლნენ.

ხუან ესტუპინიანი

მოგვიანებით საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ ელიოდოროსა და ხუანს გაუგზავნა ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა. ისინი ანდების მთებში მცხოვრებ მოსახლეობას ამ მოწყობილობის მეშვეობით ასმენინებდნენ სხვადასხვა ბიბლიურ მოხსენებას, მათ შორის, „სამების მოძღვრების მხილება“ და „სამყაროს აღსასრული“. თუმცა ისინი ხშირად ხვდებოდნენ წინააღმდეგობას, რადგან ამ რეგიონებში კათოლიკურ ეკლესიას დიდი ზეგავლენა ჰქონდა ხალხზე.

ქვეყანაში სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული მისიონერები 1945 წელს ჩავიდნენ. ერთ-ერთმა მისიონერმა, ოლაფ ოლსონმა, თავის ავტობიოგრაფიაში ასეთი რამ დაწერა: „აქ ძალიან ბევრი ცხვრისმაგვარი ადამიანი ცხოვრობს. უზომოდ მადლიერი ვართ იეჰოვასი, რომ მათ დასახმარებლად გამოგვგზავნა“.

ძმებს უკეთ რომ გაეწიათ ჩვენი საქმიანობისთვის ორგანიზება, 1946 წლის 1 მაისს კოლუმბიაში ფილიალმა დაიწყო ფუნქციონირება. ძმა ართურ გრინმა, რომელიც ფილიალის მსახური გახდა, ასეთი რამ დაწერა: „იეჰოვას განუზომელი ძალის, მისი წმინდა სულის წყალობით კოლუმბიაში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა კიდევ უფრო განმტკიცდა“.

დღეისთვის ქვეყანაში დაახლოებით 190 000 იეჰოვას გულანთებული მსახური ქადაგებს სასიხარულო ცნობას.

კოლუმბია ნაყოფიერი მიწით გამოირჩევა. ქვეყანაში ძვირფას ქვებსაც მოიპოვებენ. თუმცა ამ ქვეყანას განსაკუთრებით „ხალხთა საუნჯე“ ალამაზებს, რომლებიც იეჰოვას უახლოვდებიან. ძალიან გვახარებს იმის დანახვა, რომ იეჰოვა მხარს უჭერს სამქადაგებლო საქმეს, რომელიც მის სულიერ ტაძარს დიდებით ავსებს (ანგია 2:7).

a 1931 წელს ბიბლიის მკვლევრებს იეჰოვას მოწმეები ეწოდათ.