არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 21 დეკემბერი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

გამანადგურებელი წყალდიდობა კონგოში

გამანადგურებელი წყალდიდობა კონგოში

2022 წლის 13 დეკემბერს გადაუღებელმა წვიმებმა კონგოში (კინშასა) წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. დაიღუპა, სულ მცირე, 141 ადამიანი, დაიტბორა ტერიტორიები და ჩამოინგრა შენობები.

დაზარალებული და-ძმები

  • სამწუხაროდ, დაიღუპა 1 ძმა.

  • დაშავდა 1 მაუწყებელი.

  • მთლიანად დაინგრა 3 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 3 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 5 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 1 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები ამხნევებენ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ დაზარალებულ ოჯახებს.

  • ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების 3 კომიტეტი.

  • დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.

მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა იესო სრულად გააკონტროლებს ბუნების ძალას და დედამიწაზე სრულ მშვიდობას დაამყარებს (მათე 8:25—27).