არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვულკან „ნიირაგონგოს“ ამოფრქვევა

2021 წლის 31 მაისი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

გომაში ვულკანის ამოფრქვევას ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოჰყვა

გომაში ვულკანის ამოფრქვევას ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოჰყვა

ადგილმდებარეობა

გომა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

სტიქია

  • 2021 წლის 22 მაისს, შაბათს, ქალაქ გომთან ახლოს, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში ვულკანი „ნიირაგონგო“ ამოიფრქვა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანს მოუწია სტიქიის ზონიდან გაქცევა.

დაზარალებული და-ძმები

  • 2 000-მა მაუწყებელმა ახლომდებარე ქალაქებს შეაფარა თავი.

  • 35 სპეციალურ სრული დროით მსახურს დროებით მოუწია საცხოვრებლის დატოვება.

მატერიალური ზარალი

  • დაინგრა ჩვენი და-ძმების, სულ მცირე, 29 სახლი.

დაზარალებულთა დახმარება

  • დაზარალებული და-ძმების დასახმარებლად დაინიშნა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი. აღნიშნული კომიტეტი სარაიონო ზედამხედველებთან და ადგილობრივ უხუცესებთან ერთად ადგენს სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას და შესაბამის პრაქტიკულ დახმარებას უწევს და-ძმებს.

  • დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით.

მართალია, სტიქიის გამო ბევრმა ჩვენმა თანაქრისტიანმა დაკარგა სახლი, მაგრამ გვიხარია, რომ არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ვლოცულობთ მათთვის, რომ ამ გასაჭირში ბოლომდე მიენდონ იეჰოვას (ნაუმი 1:7).

ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა დიდ ზიანს აყენებს ახლომდებარე ქალაქს.