2021 წლის 3 ივნისი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა კონგოში ალური ენაზე
2021 წლის 30 მაისს გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ალური ენაზე. ძმა ჰუგო კაბიშუამ, კონგოს (კინშასა) ფილიალის კომიტეტის წევრმა, წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით გამოაცხადა ბიბლიის ამ ახალი თარგმანის ელექტრონული ვერსიის გამოცემის შესახებ.
მნიშვნელოვანი ცნობები
ალური ენაზე ლაპარაკობენ ცენტრალურ აფრიკაში, კერძოდ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და მეზობლად მდებარე უგანდაში.
დაახლოებით 1 735 000 ადამიანი საუბრობს ალური ენაზე.
1 500-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს 48 ალურენოვან კრებასა და ჯგუფში.
პროექტზე 6 მთარგმნელი მუშაობდა 12 თვის განმავლობაში.
ძმა კრისტიან ბელოტიმ, კონგოს (კინშასა) ფილიალის კომიტეტის წევრმა, აღნიშნა: „ალური ენაზე მოლაპარაკე მაუწყებლებს ძალიან მოეწონებათ ეს ახალი ბიბლია. მისი მეშვეობით ისინი ადვილად ჩასწვდებიან ბიბლიური მუხლების მნიშვნელობას და სხვებსაც დაეხმარებიან, გაიგონ და დააფასონ ბიბლიური ჭეშმარიტება“ (ლუკა 24:32).
დარწმუნებულნი ვართ, რომ ბიბლიის ეს ახალი გამოცემა დაეხმარება ჩვენს და-ძმებს, კვლავაც გააცხადონ „მარადიული სასიხარულო ცნობა“ (გამოცხადება 14:6).