2020 წლის 2 იანვარი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ძლიერი წყალდიდობა კონგოში
ძლიერი წყალდიდობა კონგოში
ქარიშხლებმა და ხანგრძლივმა წყალდიდობამ სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (ცენტრალური აფრიკა). კინშასაში არსებული იეჰოვას მოწმეების ფილიალის ცნობით, სტიქიის შედეგად ბევრი ჩვენი და-ძმა დაზარალდა. სამწუხაროდ, კონგოს დედაქალაქ კინშასაში წყალდიდობას ერთი ჩვენი ძმა ემსხვერპლა.
კინშასაში არსებული კონგოს ფილიალი იტყობინება:
● კასაის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერმა ქარებმა და წვიმებმა დაანგრია იეჰოვას მოწმეთა 6 სახლი.
● უბანგის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებული სამეფო დარბაზი მთლიანად დაიტბორა. ამ დარბაზით სარგებლობდა სამი კრება, რომლებშიც მთლიანობაში 69 მაუწყებელი იყო. ამ მხარეში წყალდიდობამ აგრეთვე დააზარალა 22 ოჯახი. ფილიალმა ერთი სპეციალურ პიონერს და ერთ უხუცესს დაავალა, ორგანიზება გაეწიათ ამ მოშორებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დაზარალებული და-ძმებისთვის მატერიალური და სულიერი დახმარების აღმოსაჩენად.
● ჩოპოს პროვინციაში იმ და-ძმებს, რომლებიც მდინარე კონგოს სანაპირო ზოლში ცხოვრობენ, სახლების დატოვება მოუწიათ. ამ მხარეში დაიტბორა, სულ მცირე, ერთი სამეფო დარბაზი.
კინშასაში არსებულ კრებებში გამოაცხადეს, რომ სტიქიამ ზარალი მიაყენა, სულ მცირე, 80 ოჯახს.
წყალდიდობამ არასანიტარული პირობები შექმნა, რამაც გაზარდა ეპიდემიების გავრცელების რისკი. ამიტომ ფილიალი მაუწყებლებს საჭირო ინფორმაციას აწვდის პრევენციული ზომების მიღებასთან დაკავშირებით.
რთული ვითარების მიუხედავად, და-ძმები ერთმანეთს დახმარების ხელს უწვდიან და უზიარებენ საკვებსა თუ ტანსაცმელს. ფილიალის ზედამხედველობით დაზარალებულებს დახმარებას უწევს აგრეთვე სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.
გვჯერა, რომ ჩვენს ლოცვებთან ერთად იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გაწეული მატერიალური და სულიერი დახმარება ანუგეშებს ყველას, ვინც გლოვობს ამ ძნელბედობის ჟამს (ესაია 61:1, 2).