არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 16 იანვარი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს კონგოში

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს კონგოში

26 დეკემბერს კინშასას (კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკა) სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 470 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბომაში გადაუღებელი წვიმები დაიწყო, რასაც დიდი წყალდიდობა მოჰყვა. იეჰოვას მოწმეები დღემდე ეხმარებიან სტიქიის შედეგად დაზარალებულ თანამორწმუნეებსა თუ სხვებს.

წყალდიდობის შედეგად იეჰოვას მოწმეების 39 ოჯახი დაზარალდა. სტიქიამ მიწასთან გაასწორა მოწმეების 5 სახლი, 5 კი სერიოზულად დააზიანა. გარდა ამისა, დაღუპულია 1 იეჰოვას მოწმე.

კონგოში მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დაზარალებულ მოწმეებს საკვები და ტანსაცმელი გაუგზავნა. ამასთანავე, ბომადან 80 კმ-ში, ქალაქ მატადასა და მუანდაში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმაც დიდი დახმარება გაუწიეს გასაჭირში მყოფ და-ძმებს.

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიო მთავარი სამმართველოდან (უორიკი, ნიუ-იორკი) კოორდინირებას უწევს კონგოში სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარებას, რისთვისაც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა: რობერტ ელონგო, ტელ. +243-81-555-1000