არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 24 ივნისი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოს (კინშასა) ფილიალის ტერიტორიაზე მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს პანდემიით, წყალდიდობითა და საომარი ქმედებებით გამოწვეულ სირთლეებთან უწევთ გამკლავება

კონგოს (კინშასა) ფილიალის ტერიტორიაზე მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს პანდემიით, წყალდიდობითა და საომარი ქმედებებით გამოწვეულ სირთლეებთან უწევთ გამკლავება

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და კონგოს რესპუბლიკის ზოგ ტერიტორიაზე მცხოვრებ და-ძმებს კორონავირუსის პანდემიასთან ერთად წყალდიდობის შედეგებთან უწევთ გამკლავება. ამას ემატება მიმდინარე საომარი მოქმედებები. კინშასას ფილიალმა, რომელიც ამ ქვეყნებში ხელმძღვანელობს სამქადაგებლო საქმეს, ორგანიზება გაუწია დაზარალებული და-ძმების ფიზიკურ და სულიერ დახმარებას. ამ მიზნით ფილიალმა ჩამოაყალიბა დაზარალებულთა დახმარების 57 კომიტეტი. ამჟამინდელი მონაცემებით 90 000-ზე მეტი და-ძმა მოამარაგეს საკვები პროდუქტებით.

2020 წლის 16 და 17 აპრილს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროვინციებში ძლიერმა წვიმებმა გამოწვია წყალდიდობა, რის გამოც 139 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. ეს და-ძმები თანაქრისტიანებმა შეიფარეს. დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები ყველაფერს აკეთებენ, რათა უსახლკაროდ დარჩენილებს გამოუნახონ დროებითი ან მუდმივი საცხოვრებელი.

და-ძმება მხარი დაუჭირეს დახმარების კომიტეტებს და გულუხვად გაიღეს შესაწირავები. მარტო ერთ მხარეში 700 კილოგრამი ბანანი, 400 კილოგრამი სიმინდი, 220 კილოგრამი მანიჰოტი და მანიჰოტის ფოთლები შეგროვდა.

გარდა ამისა, ერთ კრებაში 60-მა მაუწყებელმა შეიფარა 50 და-ძმა, რომელთაც საომარი მოქმედებების გამო მოუწიათ საცხოვრებლის დატოვება. მასპინძლები უსახლკაროდ დარჩენილ და-ძმებს თავიანთ ლუკმაპურს უნაწილებდნენ, სანამ დახმარების კომიტეტი მათ საჭირო პროდუქტებით მოამარაგებდა.

კონგოს რესპუბლიკის დედაქალაქ ბრაზავილიში მცხოვრები ერთი ძმა, რომლის ოჯახსაც საკვები პროდუქტები მიუტანეს, ამბობს: „ცხოვრება თვალის დახამხამებაში შეიძლება შეიცვალოს. აქამდე ვმუშაობდი და პატარა ხელფასს ვიღებდი. ჩემი ცოლი დალაგებებზე დადიოდა და, ასე თუ ისე, თავი გაგვქონდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველანაირი შემოსავალი დავკარგეთ, მაგრამ იეჰოვასადმი ნდობა არ დაგვიკარგავს. სწორედ იმ დროს, როცა ვმსჯელობდით, რა უნდა გვექნა, ბოლო ლუკმა რომ გამოგველეოდა, იეჰოვა ჩაერია“.

კინშასაში მცხოვრები ერთი ქვრივი და აღნიშნავს: „ერთი თვის წინ მეუღლე დამეღუპა. ძალიან გაგვიჭირდა. სამი შვილის დედა ვარ და შემოსავლის არანაირი წყარო არ გამაჩნია. ვერასდროს შევძლებდით ამდენი საკვების ყიდვას. მადლობა იეჰოვას!“

ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ არ მოაკლოს მზრუნველობა ჩვენს და-ძმებს. მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა დედამიწაზე უხვად იქნება საკვები და ყველა გაიხარებს (ფსალმუნი 72:16).