არჩეულ მასალაზე გადასვლა

14 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
კოტ-დ’ივუარი

ქადაგება აფრიკის ერთა თასზე

ქადაგება აფრიკის ერთა თასზე

2024 წლის 13 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით კოტ-დ’ივუარში აფრიკის ერთა თასის 34-ე გათამაშება გაიმართა. ამ საფეხბურთო ტურნირს 24 ქვეყნიდან ათასობით ადამიანი დაესწრო. ჩემპიონატის პარალელურად იეჰოვას მოწმეებმა სპეციალური სამქადაგებლო კამპანია მოაწყვეს, რომლის ფარგლებშიც ხალხს ბიბლიურ ცნობას უზიარებდნენ. ხუთ ქალაქში, სადაც საფეხბურთო მატჩები იმართებოდა, 120-ზე მეტი ლიტერატურის სტენდი განთავსდა.

ქალაქ აბიჯანში ახალგაზრდა მამაკაცი სტენდთან მივიდა. ის დააინტერესა ბროშურამ „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“. მან თქვა, რომ ცოტა ხნის წინ ახლო მეგობარი დაკარგა. მოწმეებმა მას ბიბლიიდან იოანეს 5:28, 29 ამოუკითხეს, რამაც ეს მამაკაცი ძალიან გაამხნევა. მან მოწმეები თავისთან დაპატიჟა საუბრის გასაგრძელებლად.

ანიამაში სტენდს ერთი პოლიციელი მიუახლოვდა. მან მოწმეებს უთხრა, რომ მოსწონს ბიბლიური ლიტერატურის კითხვა, განსაკუთრებით შემოქმედებისა და სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. მან მოწმეებს თავისი ტელეფონის ნომერი დაუტოვა და სთხოვა, რომ დაკავშირებოდნენ.

აბიჯანში კიდევ ერთი კარგი შემთხვევა მოხდა. სტენდთან ერთი შუახნის მამაკაცი მივიდა და მოწმეებს უთხრა, რომ ახალგაზრდობაში იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა, თუმცა მას შემდეგ კრებასთან კავშირი აღარ ჰქონია. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში ის ხედავდა, რამხელა სხვაობაა იეჰოვას მოწმეებსა და სხვა რელიგიების მიმდევრებს შორის. მასზე განსაკუთრებულად იმის დანახვამ იმოქმედა, თუ როგორ ინარჩუნებდნენ იეჰოვას მოწმეები მშვიდობასა და ერთიანობას პოლიტიკური არეულობების დროს. მამაკაცმა ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა და ძმები ახლა რეგულარულად ატარებენ მასთან შესწავლას.

გვიხარია, რომ კოტ-დ’ივუარში მცხოვრებ და-ძმებს საშუალება მიეცათ, სხვადასხვა ერის ადამიანებისთვის მოეთხროთ „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ (საქმეები 2:11).