2018 წლის 7 ივნისი
კუბა
კუბაში მომხდარ ავიაკატასტროფაში იეჰოვას მოწმეების ოჯახი დაიღუპა
2018 წლის 18 მაისს, პარასკევს, კუბის დედაქალაქ ჰავანაში ბოინგ 737 ტიპის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 113 მგზავრიდან მხოლოდ ერთი გადარჩა, რის გამოც ეს შემთხვევა ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფის სახელით შევიდა კუბის უახლეს ისტორიაში.
დაღუპულთა შორის არის იეჰოვას მოწმეთა ოჯახი, რომელიც სამი წევრისგან შედგებოდა (მამა, დედა და 22 წლის ვაჟი). დაკრძალვის ცერემონია 2018 წლის 26 მაისს, შაბათს გაიმართა.
ადგილობრივი უხუცესების მხრიდან დაღუპულთა ოჯახის სხვა წევრებისა და მეგობრებისთვის გაწეული სულიერი და ემოციური მხარდაჭერის გარდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დიდი გულისხმიერება გამოიჩინა და მათ პრაქტიკული დახმარება შესთავაზა. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც იქნება ნუგეშის წყარო ყველა მგლოვიარისთვის ამ მძიმე დროში (ესაია 61:1, 2).