6 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
კუბა
გამოიცა „მათეს“ და „მარკოზის“ სახარებები კუბურ ჟესტურ ენაზე
2024 წლის 20 იანვარს გუანაბაკოას (ჰავანა, კუბა) საკონგრესო დარბაზში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ გამოიცა „მათეს“ და „მარკოზის“ სახარებები კუბურ ჟესტურ ენაზე. ამ გამოცემის ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა მაშინვე გახდა შესაძლებელი jw.org-დან.
კუბაში დაახლოებით 53 000 ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანი ცხოვრობს. 1990-იანი წლების დასაწყისიდან განსაკუთრებული ძალისხმევა ხმარდება სასიხარულო ცნობის ქადაგებას სმენადაქვეითებულთათვის. ბიბლიაზე დაფუძნებული პირველი პუბლიკაცია კუბურ ჟესტურ ენაზე 2011 წელს გამოიცა. კუბაში დღეისათვის 756 მაუწყებელი მსახურობს 28 ჟესტურენოვან კრებასა და 10 ჯგუფში.
აქამდე არ არსებობდა „მათესა“ და „მარკოზის“ სახარებების თარგმანი კუბურ ჟესტურ ენაზე. ერთმა დამ აღნიშნა: „შთამბეჭდავია, როგორ არის მარკოზის 7:32-37 ნათარგმნი, სადაც აღწერილია თუ როგორ კურნავს იესო ყრუ მამაკაცს. ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს მეც იქ ვარ და ჩემი თვალით ვუყურებ ამ სასწაულს. ახლა უკეთ შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი იქნება ცხოვრება ახალ ქვეყნიერებაში. მადლობა!“.
ჩვენც ვუერთდებით მათ სიხარულს, ვინც ეს ძვირფასი სულიერი ძღვენი მიიღო და გვჯერა, რომ ამ ახალი თარგმანის დახმარებით კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიყვარებს იეჰოვას „მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარკოზი 12:30).