2020 წლის 14 აგვისტო
ლიბანი
მასშტაბური აფეთქება ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში
2020 წლის 4 აგვისტოს ლიბანში მასშტაბური აფეთქება მოხდა, რამაც მიწასთან გაასწორა დედაქალაქ ბეირუთში მდებარე ნავსადგური. აფეთქებამ ენით აუწერელი ზარალი გამოიწვია, შეიწირა უამრავი სიცოცხლე და დაშავდა ათასობით ადამიანი. ამ უბედურებამ ჩვენი და-ძმების სახლებიც დააზიანა. დაშავდა ზოგიერთი ჩვენი თანამორწმუნეც, თუმცა საბედნიეროდ, არცერთი მათგანი არ დაღუპულა.
ეჭვი არ გვეპარება, რომ მოსიყვარულე ღმერთი კვლავაც გვერდში დაუდგება თავის თაყვანისმცემლებს და მზრუნველობას არ მოაკლებს მათ (2 სამუელი 22:3).