არჩეულ მასალაზე გადასვლა

სტანისლავ ტელიატნიკოვი

2022 წლის 15 ივნისი
ლიეტუვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ლიეტუვამ არ დააკმაყოფილა სტანისლავ ტელიატნიკოვის თხოვნა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის გავლის თაობაზე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ლიეტუვამ არ დააკმაყოფილა სტანისლავ ტელიატნიკოვის თხოვნა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის გავლის თაობაზე

2022 წლის 7 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ლიეტუვას წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება ძმა სტანისლავ ტელიატნიკოვის საქმეზე. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სინდისის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმა არის უფლება, რომელიც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით. შესაბამისად, დადგინდა, რომ ლიეტუვამ დაარღვია კონვენცია, რის გამოც მას სტანისლავისთვის კონპენსაციის გადახდა დაეკისრა 3 000 ევროს ოდენობით.

ევროსაბჭოს თითქმის ყველა წევრმა სახელმწიფომ დანერგა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. როდესაც სტანისლავი სამხედრო კომისარიატში გამოიძახეს, მან ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის გავლა ითხოვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად. თუმცა აღმოჩნდა, რომ ლიეტუვაში ასეთი პროგრამა არ არსებობდა. ლიეტუვას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენში, აგრეთვე სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის წინააღმდეგ მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებებში, ევროპული სასამართლო არაერთგზის მოუწოდებს ევროსაბჭოს ყველა წევრ ქვეყანას, რომ დანერგონ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, რომელიც სადამსჯელო და დისკრიმინაციული კი არ იქნება, არამედ ნამდვილად სამოქალაქო ხასიათის.

სომხეთის ხელისუფლებამ უკვე წარმატებით აამოქმედა სამოქალაქო სამსახურის პროგრამა. ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც რწმენის საფუძველზე უარს ამბობენ სამხედრო სამსახურის გავლაზე, ახლა უკვე შეუძლიათ დაკავდნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო სხვადასხვა საქმით.

ვიმედოვნებთ, რომ ლიეტუვაც გაითვალისწინებს ევროპული სასამართლოს მოწოდებას სამოქალაქო სამსახურის დანერგვასთან დაკავშირებით, რაც სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი ძმებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. მანამდე კი გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავ უხელმძღვანელებს და დაუჭერს მხარს ლიეტუვაში მცხოვრებ ძმებს (გოდება 3:25).