5 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
მადაგასკარი
თეოკრატიული სკოლის ახალი კომპლექსის მიძღვნა მადაგასკარზე
2023 წლის 27 მაისს ანტანანარივუში მდებარე ჩვენს დარბაზში გაიმართა თეოკრატიული სკოლის ახალი კომპლექსის მიძღვნა. მიძღვნის მოხსენება, სათაურით „შენობა, რომელიც განადიდებს იეჰოვას“, წარმოთქვა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა კენეთ კუკმა. მომდევნო დღეს ადგილობრივ საკონგრესო დარბაზში სპეციალური პროგრამაც ჩატარდა, რომელიც სტრიმინგის მეშვეობითაც გადაიცემოდა. მთლიანობაში პროგრამას 45 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
1999 წლის დეკემბრიდან მოყოლებული თეოკრატიული სკოლები მადაგასკარის ფილიალში ტარდებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში ადგილის დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც შესაფერისი გარემო აღარ იყო სასწავლად. სწორედ ამიტომ 2020 წლის ივლისში ფილიალთან ახლოს მოხდა მიწის ნაკვეთის შეძენა, რომლის ფართობიც 1 348 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მალევე მშენებლობაც დაიწყო და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, 2 წელზე ნაკლებ დროში პროექტი მთლიანად დასრულდა. კომპლექსი ორი შენობისგან შედგება. ერთი შენობა სასწავლო კურსის ჩასატარებლად გამოიყენება, მეორე კი — საცხოვრებლად. ამ კომპლექსში ჩატარდება სამეფოს მახარობელთა სკოლა და სკოლა სარაიონო ზედამხედველებისა და მათი მეუღლეებისთვის.
გვახარებს, რომ ამ სკოლებში მიღებული განათლების წყალობით ჩვენი და-ძმები „სულიერ საკითხებს სულიერი ენით“ ხსნიან (1 კორინთელები 2:13).