2018 წლის 25 იანვარი
მადაგასკარი
მადაგასკარს გამანადგურებელი ციკლონი „ავა“ დაატყდა თავს
2018 წლის 5 იანვარს მადაგასკარს გამანადგურებელი ციკლონი „ავა“ დაატყდა თავს. ქვეყანა დღემდე ებრძვის სტიქიის შედეგებს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები იტყობინებიან, სტიქიის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით ადამიანს საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუწია.
მადაგასკარის ფილიალიდან მიღებული თავდაპირველი მონაცემებით, სტიქიის შედეგად არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა. თუმცა სტიქიის ზონაში მცხოვრები ჩვენი თანამორწმუნეების 45 სახლი და 6 სამეფო დარბაზი დაზიანდა ან სრულიად განადგურდა. ციკლონმა აგრეთვე გაანადგურა მოსავალი, რომელიც ბევრი ჩვენი თანამორწმუნის საარსებო წყაროა. ძმებმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბეს სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომელიც დაზარალებულ და-ძმებს საკვებით, ტანსაცმლითა და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ფილიალში მომსახურე ორი ძმა სტიქიის ზონაში ჩავიდა. დაზარალებული და-ძმების გასამხნევებლად მათ სპეციალური შეხვედრა ჩაატარეს.
იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო კოორდინირებას უწევს სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარებას, რისთვისაც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც იზრუნოს მადაგასკარში მცხოვრებ და-ძმებზე და ანუგეშოს ისინი (ფსალმუნი 9:9, 10).
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
მადაგასკარი: რინერა რაკოტომალალა, ტელ. +261-33-37-012-91