2021 წლის 11 აგვისტო
მალავი
გამოიცა მათეს სახარება მალავურ ჟესტურ ენაზე
2021 წლის 8 აგვისტოს მალავის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა მარკ ჰაჩინსონმა გამოაცხადა, რომ გამოიცა მათეს სახარება მალავურ ჟესტურ ენაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ენაზე ბიბლიის წიგნი გამოიცა.
მათეს სახარების გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით, რომელიც პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა მთელი ფილიალის ტერიტორიაზე. პროგრამა აგრეთვე გადაიცემოდა ტელე და რადიომაუწყებლობის მეშვეობით.
2005 წელს ქალაქ ლილონგვეში ჩამოყალიბდა პირველი მალავურ ჟესტურენოვანი კრება. 2009 წელს კი დაიწყო ლიტერატურის თარგმნა მალავურ ჟესტურ ენაზე. იმ დროიდან მოყოლებული, ამ ენაზე 34 პუბლიკაცია ითარგმნა. ამჟამად 21 მაუწყებელი ხუთ მთარგმნელობით ჯგუფში მსახურობს.
ერთი სმენადაქვეითებული, რომელმაც მათეს სახარების თარგმნაში მიიღო მონაწილეობა, აღნიშნავს: „გვიხაროდა, როცა ჩვენს პუბლიკაციებში ბიბლიურ მუხლებს ვხვდებოდით. ახლა კი შეგვიძლია პირადი შესწავლისა და მსახურების დროს ამ მუხლების კონტექსტიც ვნახოთ“.
მაგალითად, ამ ახალ თარგმანში მათეს 22:44 უფრო ნათელი გასაგებია. ერთ-ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: «ბიბლიის სხვა თარგმანებში ეს მუხლი ასეა გადმოტანილი: „უფალმა ჩემს უფალს უთხრა“. ამის გამო ბევრს სჯერა, რომ ღმერთი და იესო ერთი და იგივე პიროვნებაა. თუმცა ამ თარგმანში აშკარად ჩანს, რომ იეჰოვა ესაუბრება იესოს».
ვლოცულობთ, რომ ეს ახალი თარგმანი მალავიში მცხოვრებ ყრუ-მუნჯ და-ძმებს დაეხმაროს, უფრო დაუახლოვდნენ იეჰოვას, რომლისგანაც მომდინარეობს „ყოველი სრულყოფილი საბოძვარი“ (იაკობი 1:17).