არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 5 მაისი
მალავი

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩიაო ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩიაო ენაზე

2022 წლის 24 აპრილს მალავის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ფრანკ მადსენმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ელექტრონული ვერსია ჩიაო ენაზე. წინასწარ ჩაწერილი პროგრამა გადაიცემოდა სატელიტური ტელევიზიით და სხვა საშუალებებით, მათ შორის JW Box-ისა და JW Stream-ის მეშვეობით. პროგრამას უყურა 148 000-ზე მეტმა ადამიანმა. ახალი გამოცემის ბეჭდური ვერსიაც მალე იქნება ხელმისაწვდომი.

ჩიაო ენაზე მთლიანი ბიბლია 2014 წლიდან არსებობს, თუმცა ამ თარგმანში ზოგ ადგილას აზრი არასწორად არის გადმოცემული. ამასთანავე, საერთოდ ამოღებულია ღვთის სახელი, იეჰოვა, მიუხედავად იმისა, რომ დედნისეულ ენაზე შესრულებულ ხელნაწერებში ის ათასობით ადგილას არის გამოყენებული.

ჩიაო მთარგმნელობითი ოფისი მდებარეობს ნამვერაში, მანგოჩის რაიონში.

ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ბევრი მაუწყებელი ვერ იყენებდა ბიბლიის ამ თარგმანს მსახურებაში. ერთი მთარგმნელი ამბობს: „ნაცვლად იმისა, რომ ხალხისთვის გვესწავლებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის სახელის ცოდნა და მისი გამოყენება, ძალიან ბევრი დრო გვეკარგებოდა იმის ახსნაში, თუ რატომ არ იყო მათ ბიბლიაში ღვთის სახელი მოხსენიებული“. მაგალითად, ბიბლიის ერთ ჩიაოენოვან თარგმანში მათეს 22:44 ასეა ნათარგმნი: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს“. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ კი ეს აზრი ზუსტადაა გადმოცემული: „იეჰოვამ უთხრა ჩემს უფალს“.

კიდევ ერთმა მთარგმნელმა ახალ თარგმანზე საუბრისას აღნიშნა: «ჩიაო ენაზე გამოცემულ „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ აზრი გასაგებად და ნათლად არის გადმოცემული. მკითხველი ადვილად წვდება წაკითხულის არსს და რაც მთავარია, იმის სურვილი უჩნდება, რომ წაკითხული ცხოვრებაში გამოიყენოს».

გვიხარია, რომ უკვე ჩიაო ენაზეც არსებობს ბიბლიის ეს შესანიშნავი თარგმანი, რომლის მეშვეობითაც ამ ენაზე მოლაპარაკე მილიონობით ადამიანი გაიგებს უზენაესი ღმერთის, იეჰოვას, სახელს და მასთან დაახლოებას შეძლებს (ფსალმუნი 83:18).