არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 9 ივნისი
მალაიზია

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ იბანურ ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ იბანურ ენაზე

2022 წლის 5 ივნისს გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ იბანურ ენაზე. წინასწარ ჩაწერილი პროგრამის სანახავად უამრავი და-ძმა შეიკრიბა დარბაზებში. თუმცა ზოგმა მაუწყებელმა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მოისმინა ეს პროგრამა. ბიბლიის ბეჭდური ვერსია ხელმისაწვდომი გახდება ამა წლის ივლისში ან აგვისტოში.

იბანურ ენაზე მოსაუბრე ხალხი სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობს, რის გამოც ენაში დიალექტური სხვაობა იგრძნობა. მთარგმნელობით ჯგუფს ამან გარკვეული სირთულე შეუქმნა, ამიტომ სხვადასხვა რეგიონებიდან მაუწყებლებს ნათარგმნი მასალა წააკითხეს. ეს დაეხმარა მთარგმნელებს, რომ ისეთი სიტყვები შეერჩიათ, რომლებიც იბანურენოვანი ხალხის ძირითადი ნაწილისთვის გასაგები იქნებოდა.

ამ გამოცემამდე მაუწყებლები სხვა თარგმანებს იყენებდნენ მსახურებაში, რის გამოც უჭირდათ ხალხისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების ახსნა. მაგალითად, მათთვის რთული ასახსნელი იყო იოანეს 4:24, სადაც ნათქვამია: “მისი თაყვანისმცემლები [ღმერთს] სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“. სხვა იბანურ ბიბლიის თარგმანებში სულის აღსანიშნავად გამოყენებული სიტყვა „მკვდრების სულს“ ნიშნავს. შესაბამისად, დაინტერესებული ადამიანები ვერ იგებდნენ, როგორ უნდა ეცათ ღვთისთვის თაყვანი.

ერთ-ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „ამ თარგმანის გამოცემა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ რა ძლიერ უყვარს იეჰოვას ადამიანები“.

ვლოცულობთ, რომ ბიბლიის ეს თარგმანი უფრო მეტ იბანურენოვან ხალხს დაეხმაროს, უკეთ გაიგონ ბიბლია, დაუახლოვდნენ ღმერთს და განადიდონ ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელი (ფსალმუნი 117:1).