არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ მალტაზე (გადაღებულია პანდემიამდე)

2022 წლის 7 თებერვალი
მალტა

მალტაზე იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირი დარეგისტრირდა

მალტაზე იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირი დარეგისტრირდა

2021 წლის 28 დეკემბერს მალტაზე დარეგისტრირდა ახალი იურიდიული პირი „იეჰოვას მოწმეები მალტაზე“ (JW-Malta).

იეჰოვას მოწმეები მალტაზე თავიანთ საქმიანობას 1970-იანი წლებიდან ეწევიან. თუმცა ათწლეულების მანძილზე, ხშირ შემთხვევაში, კრებებს არანაირი იურიდიული აღიარება არ ჰქონდათ, რის გამოც რთული იყო, შეეძინათ რაიმე საკუთრება ან საბანკო ანგარიში გაეხსნათ. 1994 წელს „ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაცია“ არარეგისტრირებული გაერთიანება გახდა მალტაზე. მართალია, ისინი გარკვეული უფლებებით სარგებლობდნენ, მაგრამ ეს უფლებები საკმაოდ შეზღუდული იყო. ახალი იურიდიული პირის რეგისტრაცია ბევრად გააადვილებს ადგილობრივი ოფისისა და კრებების საქმიანობას.

ქვეყნის კომიტეტის წევრი, ძმა ჯოუ მაგრი, აღნიშნავს: „რწმენის განმამტკიცებელი იყო იმის დანახვა, თუ როგორ გვეხმარებოდა იეჰოვა, იურიდიული პირის სტატუსი მიგვეღო. ძალიან დიდი დახმარება აღმოგვიჩინა ბრიტანეთის იურიდიულმა განყოფილებამ და მსოფლიო მთავარმა სამმართველომ. უზომოდ გვიხარია, რომ ახლა უფრო მეტად შეგვიძლია ხელი შევუწყოთ სამეფოს საქმის წინსვლას და განვადიდოთ იეჰოვას სახელი“.

ოფისის შესასვლელის თავზე გაკეთებული წარწერა

ამჟამად მალტაზე 11 კრებაა, სადაც 800-ზე მეტი იეჰოვას მოწმე მსახურობს. გვახარებს იმის დანახვა, რომ დაახლოებით 2 000 წლის წინ მოციქული პავლეს მიერ კუნძულ მალტაზე დაწყებული საქმე წინ მიიწევს (საქმეები 28:1, 30, 31).