არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 1 დეკემბერი
მექსიკა

იეჰოვას მოწმეები გვატემალასა და მექსიკაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ აღდგენით სამუშაოებს იწყებენ

იეჰოვას მოწმეები გვატემალასა და მექსიკაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ აღდგენით სამუშაოებს იწყებენ

1 დეკემბერს დაიწყო ფართომასშტაბიანი აღდგენითი სამუშაოები, რომელთა ხარჯების დასაფარადაც დაახლოებით 10 მილიონი დოლარი იქნება საჭირო. დაგეგმილია 500 სახლისა და 16 სამეფო დარბაზის აღდგენა, აგრეთვე უამრავი შენობა-ნაგებობის შეკეთება, რომლებიც დაზიანდა სექტემბერში გვატემალასა და მექსიკაში მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად.

მეხიკო ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტმა 2017 წლის 1 დეკემბერს წამოიწყო ფართომასშტაბიანი აღდგენითი სამუშაოები გვატემალასა და მექსიკაში. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში მომხდარი ორი მიწისძვრის შემდეგ ეს კომიტეტი ხელმძღვანელობას უწევს დაზარალებულთა დასახმარებლად დაგეგმილ სამუშაოებს. კომიტეტმა მიწისძვრების შემდეგ მალევე იზრუნა, რომ დაზარალებული და-ძმებისთვის ჩაეტანათ წყალი, საკვები, მედიკამენტები და ტანსაცმელი. დაზარალებულთა დახმარების შემდეგი ეტაპი მოიცავს საკონგრესო და სამეფო დარბაზებისა და მოწმეების სახლების შეკეთებას.

7 სექტემბერს მომხდარი 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ჩიაპასისა და ოახაკას შტატებში (მექსიკა) 655 და-ძმას მოუწია სახლ-კარის დატოვება. ამ ორ შტატში დაგეგმილ სამუშაოებში შედის 315 სახლისა და 15 სამეფო დარბაზის აღდგენა. გარდა ამისა, დაგეგმილია 1 039 სახლის, 108 სამეფო დარბაზისა და 3 საკონგრესო დარბაზის შეკეთება.

19 სექტემბერს მეხიკოს და მორელოსისა და პუებლას შტატებს 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაატყდა, რის გამოც 463 და-ძმას სახლ-კარის დატოვება მოუწია. საერთო ჯამში დაგეგმილია 158 სახლის ხელახლა აშენება; გარდა ამისა, 600 სახლის, 39 სამეფო დარბაზისა და 1 საკონგრესო დარბაზის შეკეთება.

7 სექტემბერს გვატემალაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 36 და-ძმას მოუწია სახლის დატოვება. უახლოეს თვეებში მშენებლები ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად 9 სახლსა და 1 სამეფო დარბაზს ხელახლა ააშენებენ. გარდა ამისა, ისინი შეაკეთებენ 20 სახლსა და 4 სამეფო დარბაზს.

ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტი ვარაუდობს, რომ აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად დაახლოებით 10 მილიონი დოლარი იქნება საჭირო. სამუშაოებში, რომლებიც 5-დან 6 თვემდე გასტანს, 39 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტია ჩართული. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 30-მა მშენებელმა გადაწყვიტა სტიქიის ზონაში გადასვლა. ამასთანავე, 970-მა მოხალისემ გამოთქვა აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მიღების სურვილი. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს საქმიანობასა და და-ძმების მზადყოფნის სულს, რომლებიც თავს არ ზოგავენ დაზარალებულთა დასახმარებლად (2 კორინთელები 8:4).

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

გვატემალა: ხუან კარლოს როდასი, ტელ. +502-5967-6015

მექსიკა: გამალიელ კამარილო, ტელ. +52-555-133-3048