არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 23 ივნისი
მექსიკა

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩოლი ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩოლი ენაზე

2021 წლის 20 ივნისს ძმა რობერტ ბატკომ, ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ელექტრონული ვერსია ჩოლი ენაზე. ბიბლიის ამ გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით, რომელსაც დაახლოებით 800 მაუწყებელი ისმენდა.

მნიშვნელოვანი ცნობები

  • ჩოლი ენა მშობლიური ენაა მექსიკის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჩიაპასის შტატის მკვიდრი მოსახლეობისთვის.

  • ჩოლი ენაზე დაახლოებით 200 000 ადამიანი საუბრობს.

  • 500-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს 22 ჩოლიენოვან კრებასა და 2 ჯგუფში.

  • ამ პროექტში 3 მთარგმნელი იღებდა მონაწილეობას 27 თვის განმავლობაში.

ერთ-ერთი ძმა, რომელიც ბიბლიის ამ თარგმანზე მუშაობდა, ამბობს: „ამ ახალ თარგმანში გამოყენებულია ჩვეულებრივი, მარტივი სასაუბრო ენა, რომელსაც ყოველდღე ვიყენებთ. ყოველი თავის წაკითხვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს“.

კიდევ ერთი ძმა აღნიშნავს: „ბიბლიას ესპანურ ენაზეც ვკითხულობ, მაგრამ როცა მას ჩემს მშობლიურ ჩოლი ენაზე ვკითხულობ, გული მითბება. ისეთ სიამოვნებას ვიღებ, როგორც, მაგალითად, სახლში საგულდაგულოდ მომზადებული სადილის მირთმევის დროს“.

გვჯერა, რომ ეს ბიბლია ჩოლი ენაზე მოლაპარაკე და-ძმებს ღვთის სიტყვაში „დამალული განძის“ პოვნაში დაეხმარება (იგავები 2:4, 5).