არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 10 ივნისი
მექსიკა

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ნაუატლი ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ნაუატლი ენაზე

2022 წლის 5 ივნისს ძმა ედუარდ ბანმა, ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ნაუატლი ენაზე (ჩრდილოეთი პუებლა) როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმატით. ამ გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით, რომელსაც პირდაპირი ტრანსლაციით დაახლოებით 1 500 მაუწყებელი ისმენდა.

ნაუატლიენოვანი ხალხი, ძირითადად, მექსიკის ორ შტატში, პეუბლასა და ვერაკრუსში, ცხოვრობს. პირველი კრება ნაუატლი ენაზე 2002 წელს ჩამოყალიბდა. დღემდე მაუწყებლები მსახურებაში ბიბლიის სხვა თარგმანს იყენებდნენ, სადაც ღვთის სახელი შეცვლილია წოდებებით „უფალი“ და „ღმერთი“.

მოხსენების დროს ძმა ედუარდმა ასეთი რამ თქვა: «მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მალე შეუდგეთ „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ კითხვას. დარწმუნებული იყავით, რომ ის ზედმიწევნით გადმოსცემს ღვთის აზრებს თქვენს ენაზე».

გვჯერა, ეს ახალი გამოცემა ნაუატლიენოვან და-ძმებს რწმენას განუმტკიცებს და დაეხმარება, უკეთ გადასცენ ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა (მარკოზი 13:10).