არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 2 მარტი
მექსიკა

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ტლაპანეკურ ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ტლაპანეკურ ენაზე

2022 წლის 27 თებერვალს გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ ელექტრონული ვერსია ტლაპანეკურ ენაზე. ახალი გამოცემის შესახებ განცხადება ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა კარლოს კასარესმა, გააკეთა. წინასწარ ჩაწერილ ამ სპეციალურ პროგრამას 820-მა ადამიანმა მოუსმინა. ბიბლიის ბეჭდური ვერსია ამავე წელს გახდება ხელმისაწვდომი.

ამ თარგმანზე მუშაობა მთარგმნელობითმა ჯგუფმა 2020 წლის ივლისში, პანდემიის დროს დაიწყო. ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „იეჰოვას დახმარებით თარგმანი წელიწად-ნახევარში მოვამზადეთ. ეს მართლა სასწაულია, რადგან ამ პერიოდში არაერთ პრობლემას შევხვდით. აშკარად იეჰოვამ დააჩქარა საქმე“.

ტლაპანეკურენოვანი მთარგმნელობითი ოფისი (ტლაპა, გერერო, მექსიკა). მთარგმნელობით ოფისს ამ შენობის სამი სართული უკავია.

ახალ გამოცემაში ისეთი ფრაზებია გამოყენებული, რომელიც მკითხველისთვის ადვილი გასაგებია. ერთ-ერთი კარგი მაგალითია მათეს 5:3. არსებულ თარგმანებში წერია: „ბედნიერი იქნება ყველა, ვისაც ესმის, რომ სულიწმიდის დახმარების გარეშე არაფრის გაკეთება არ შეუძლია“ და „ბედნიერნი არიან სუსტი სულისანი“. „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ კი ეს მუხლი ასე ითარგმნა: „ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც ესმით, რომ საჭიროა, ღმერთი ეძებონ“.

ეს ახალი გამოცემა მაუწყებლებს ქადაგების დროს დიდ დახმარებას გაუწევს. მოხსენების დროს ძმა კარლოსმა აღნიშნა: „ყოვლისშემძლე ღმერთს სურს, რომ სასიხარულო ცნობა ყველამ მშობლიურ ენაზე მოისმინოს, იმ ენაზე, რომელზეც ყოველდღიურად საუბრობენ და რომლის გაგებაც არ უჭირთ“.

ჩვენც ვიზიარებთ ტლაპანეკურენოვანი და-ძმების სიხარულს და ბედნიერები ვართ, რომ მათთან ერთად ვემსახურებით იეჰოვას (სოფონია 3:9).