არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 3 ოქტომბერი
მექსიკა

გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ საპოტეკურ (ისთმუსი) ენაზე

გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ საპოტეკურ (ისთმუსი) ენაზე

2019 წლის 27 სექტემბერს ოახაკას შტატში (მექსიკა), ქალაქ სან-ბლას ატემპაში ჩატარებულ რეგიონულ კონგრესზე გამოცხადდა, რომ გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ საპოტეკურ (ისთმუსი) ენაზე. 1 983 დამსწრე სიხარულით შეხვდა აღნიშნულ განცხადებას. ძმა ჯოელ იზაგურემ, ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, წარმოადგინა ახალი გამოცემა. აღსანიშნავია, რომ საპოტეკურ (ისთმუსი) a ენაზე ეს პირველი ბიბლიაა, რომელშიც ღვთის სახელია გამოყენებული.

ამ თარგმანზე მუშაობის დროს მთარგმნელები არაერთ სირთულეს წააწყდნენ. მთარგმნელობით ოფისში მათი გადასვლიდან მალევე დაიწყო პოლიტიკური და სოციალური დაპირისპირებები. აგრესიულმა დაჯგუფებებმა ქალაქში შესასვლელები დაბლოკეს. ეს სახიფათო ვითარება მთელი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ქალაქში ამოიწურა საკვების მარაგი. საბედნიეროდ, ახლომახლო სოფლებში მცხოვრებ და-ძმებს თავიანთი მოწეული მოსავალი მიჰქონდათ მთარგმნელებისთვის. კიდევ ერთი სირთულის წინაშე მთარგმნელები მაშინ აღმოჩნდნენ, როდესაც 2019 წლის 7 სექტემბერს, ქალაქში 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც სერიოზულად დააზიანა მთარგმნელობითი ოფისი. ცენტრალური ამერიკის ფილიალის ორგანიზებით მთარგმნელები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ფილიალში. გარდა ამისა, ხელმძღვანელი საბჭოს ერთ-ერთი წევრი ონლაინ რეჟიმში ესაუბრა მთარგმნელებს და გაამხნევა ისინი.

ბიბლიის ეს ახალი თარგმანი უდავოდ დიდ დახმარებას გაუწევს საპოტეკურ ენაზე მოლაპარაკე ბევრ ადამიანს, რათა მათ „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ“ (1 ტიმოთე 2:3, 4).

a საპოტეკურ (ისთმუსი) ენაზე 85 000 ადამიანზე მეტი საუბრობს მექსიკაში. ის ერთ-ერთია 50 000-ზე მეტი ადგილობრივი ენიდან.