2019 წლის 8 ნოემბერი
მექსიკა
მექსიკაში, ქალაქ კულიაკანში, შეიარაღებული დაპირისპირების დროს ერთი იეჰოვას მოწმე დაიღუპა
2019 წლის 17 ოქტომბერს მექსიკის ქალაქ კულიაკანში პოლიციამ და უშიშროების ძალებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს ნარკოტიკებით მოვაჭრე შეიარაღებულ პირებს. ამ ქალაქში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. შეირაღებულმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს; რამდენიმე საათის განმავლობაში ცენტრალური გზები გადაკეტილი იყო. ქაოსის დროს ახლომდებარე ციხიდან გაიქცნენ პატიმრები. ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე, 14 ადამიანია დაღუპული. ცენტრალური ამერიკის ფილიალის ცნობით, სამწუხაროდ, დაღუპულთა შორის არის ერთი ჩვენი ძმაც, ნოე ბელტრანი.
39 წლის ნოე, რომელიც სამი შვილის მამა იყო, სამსახურში ყოფნის დროს ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ადგილობრივი და-ძმები და სარაიონო ზედამხედველი მხარში უდგანან და სულიერად აძლიერებენ მის მეუღლეს, როსეოს და მცირეწლოვან შვილებს.
კულიაკანში 80 კრება და 7 000 მაუწყებელია. არეულობის გამო ზოგმა კრებამ შუა კვირისა და სამქადაგებლო მსახურების შეხვედრების განრიგი დროებით შეცვალა. ზოგიერთმა და-ძმამ შუა კვირის შეხვედრა ტრანსლაციით მოისმინა სახლებში. სარაიონო ზედამხედველები ამხნევებენ და ანუგეშებენ იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამორწმუნეებს.
ძალიან ვწუხვართ ძმა ნოეს გარდაცვალების გამო და ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ ანუგეშოს მისი ცოლ-შვილი. სულმოუთქმელად ველით იმ დროს, როცა მთელ დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ექნება (მარკოზი 5:42).