2020 წლის 17 აგვისტო
მექსიკა
მექსიკაში ქარიშხალმა „ჰანამ“ მეწყერი გამოიწვია
მდებარეობა
მექსიკა, ტამაულიპასის და ნუევო-ლეონის შტატები
სტიქიური უბედურება
2020 წლის 26 ივლისს ქარიშხალი „ჰანა“ ტროპიკულ შტორმში გადაიზარდა, ჩრდილო-აღმოსავლეთ მექსიკაში შეიჭრა და დიდი წყალდიდობა გამოიწვია.
დაზარალებული და-ძმები
ნუევო-ლეონის შტატში ქარიშხლის დაწყებამდე მოხდა 14 ოჯახის ევაკუირება.
ტამაულიპასის შტატში მდებარე ქალაქ რეინოსაში მცხოვრებმა 100-მა მაუწყებელმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი სახლი.
დაზიანებული შენობები
21 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა ნუევო-ლეონის შტატში.
117 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა ტამაულიპასის შტატში.
დაზარალებულთა დახმარება
ცენტრალური ამერიკის ფილიალმა შექმნა სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.
სარაიონო ზედამხედველები სხვა უხუცესებთან ერთად ორგანიზებას უწევენ და-ძმების დატბორილი სახლების დასუფთავებისა და დეზინფექციის ჩატარების საქმეს.
ნუევო-ლეონის შტატში ევაკუირებული და-ძმების უმრავლესობა დაბრუნდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში.
ტამაულიპასის შტატში მდებარე კრებები დაზარალებულ და-ძმებს საკვებითა და ტანსაცმლით ამარაგებენ.
მადლობას ვუხდით იეჰოვა ღმერთს, რომ სტიქიის შედეგად არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაშავებულა. და-ძმების მხრიდან აღმოჩენილმა დახმარებამ დაგვანახვა, რომ ჩვენი ზეციერი მამა და თანაქრისტიანები მზად არიან, ყოველთვის შეგვეწიონ გაჭირვების ჟამს (ფსალმუნი 46:1).