2017 წლის 8 სექტემბერი
მექსიკა
მიწისძვრა მექსიკაში
7 სექტემბერს, ხუთშაბათს გვიან ღამით, მექსიკის სამხრეთით წყნარი ოკეანის სანაპიროსთან 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს მექსიკაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა, რომელსაც სულ მცირე 45 ადამიანი ემსხვერპლა. სამწუხაროდ, არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ჩვენი ძმა და ორი და.
გარდა ამისა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბევრი ჩვენი თანამორწმუნის სახლი და რამდენიმე სამეფო დარბაზი დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა. დაზიანდა აგრეთვე ორი საკონგრესო დარბაზი ჩიაპასის შტატში. ზარალის შესახებ მონაცემების შეგროვება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გულმხურვალედ ვლოცულობთ ჩვენს და-ძმებზე და დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვა ანუგეშებს და გააძლიერებს მათ (2 თესალონიკელები 2:16, 17).
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო, დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
მექსიკა: გამალიელ კამარილო, ტელ. +52-555-133-3048