2017 წლის 20 სექტემბერი
მექსიკა
მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
2017 წლის 19 სექტემბერს მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცენტრალური ამერიკის ფილიალმა მოგვაწოდა ინფორმაცია სტიქიით დაზარალებულთა შესახებ.
სამწუხაროდ, მიწისძვრის შედეგად მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ერთი ჩვენი და დაიღუპა. გარდა ამისა, დაკარგულად ითვლება ერთი და, რომლის საცხოვრებელი შენობაც მიწისძვრის დროს ჩამოინგრა. ქალაქ პუებლაში ერთი ჩვენი და სერიოზულად დაშავდა, ხოლო მეხიკოს შტატში კიდევ ერთი და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საჭირო გახდა სტიქიის ზონაში მდებარე ფილიალის პერსონალის ევაკუაცია, თუმცა მოგვიანებით ისინი დაბრუნდნენ ფილიალში და განაახლეს მუშაობა. ფილიალის პერსონალიდან არავინ დაშავებულა და არც ფილიალის შენობები დაზიანებულა.
ჩვენ ვაგრძელებთ გასაჭირში მყოფი და-ძმებისთვის ლოცვას და დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვამ „იცის, რა უჭირს“ მის მსახურთ და ის მხარში ამოუდგება მათ (ფსალმუნი 31:7).
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, ტელ. +1-845-524-3000
მეხიკო: გამალიელ კამარილო, ტელ. +52-555-133-3048