არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 15 ნოემბერი
მექსიკა

მექსიკას ერთიმეორის მიყოლებით ატყდება თავს სტიქიური უბედურებები

მექსიკას ერთიმეორის მიყოლებით ატყდება თავს სტიქიური უბედურებები

23 ოქტომბერს მექსიკას ერთიმეორის მიყოლებით დაატყდა თავს ტროპიკული შტორმი „ვისენტე“ და ქარიშხალი „ვილა“. „ვისენტემ“ გამოიწვია დიდი წყალდიდობა და მეწყერი მექსიკის სამხრეთ ნაწილში, რამაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „ვილამ“ მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროს გადაურა, რასაც თან ახლდა ძლიერი წვიმები. ქარის სიჩქარე საათში 193 კილომეტრს აღწევდა. 4 250 ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სტიქიის ზონა.

ცენტრალური ამერიკის ფილიალი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ჩვენს საქმიანობას მექსიკაში, გვამცნობს, რომ არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა და არ დაშავებულა. თუმცა ნაირიტის შტატში 118 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება და მაღალმთიან რეგიონებში გადასვლა. სინალოიში ერთი სამეფო დარბაზი და და-ძმების რამდენიმე სახლი მთლიანად წყალმა დაფარა. მიჩოაკანში მოწმეთა 5 სახლი დაიტბორა. ადგილობრივმა და-ძმებმა უკვე გაწმინდეს დატბორილი სამეფო დარბაზი და სახლები და შეასრულეს აღდგენითი სამუშაოები.

ვლოცულობთ, რომ მექსიკაში მცხოვრებმა ჩვენმა და-ძმებმა შეძლონ ამ უბედურების გადატანა და თავი ინუგეშონ იმ იმედით, რომ მალე ყოველგვარი სტიქიური უბედურება წარსულს ჩაჰბარდება (2 კორინთელები 6:4).