არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 12 სექტემბერი
მექსიკა

მექსიკას ტროპიკულმა ქარიშხალმა „ლიდიამ“ გადაუარა

მექსიკას ტროპიკულმა ქარიშხალმა „ლიდიამ“ გადაუარა

1 სექტემბერს, პარასკევს, მექსიკაში ქვემო კალიფორნიას (კალიფორნიის ნახევარკუნძული) ტროპიკულმა ქარიშხალმა „ლიდიამ“ გადაუარა. მიუხედავად იმისა, რომ შაბათისთვის შტორმი შესუსტდა, მოსული ნალექის რაოდენობამ დაახლოებით 70 სმ-ს მიაღწია, რაც 1933 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სტიქიამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

იეჰოვას მოწმეების ფილიალი, რომელიც მეხიკოში მდებარეობს, იტყობინება, რომ სტიქიის შედეგად ერთი იეჰოვას მოწმე ქალი დაიღუპა. იგი სახლში ბრუნდებოდა, როცა წყლის ნიაღვარმა წაიღო. კიდევ სხვა სამი იეჰოვას მოწმე მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა, მაგრამ ისინი გადაარჩინეს. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად რვა სახლი სერიოზულად დაზიანდა. დაზარალებულებს დახმარების ხელს უწვდიან ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოწმეები.

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიო მთავარი სამმართველოდან კოორდინირებას უწევს სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარებას, რისთვისაც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

მეხიკო: გამალიელ კამარილო, ტელ. +52-555-133-3048