2 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
მექსიკა
ქარიშხალმა „ოტისმა“ მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს გადაუარა
2023 წლის 25 ოქტომბერს ტურისტულ ქალაქ აკაპულკოს ქარიშხალი „ოტისი“ დაატყდა თავს, რომელიც რეკორდულ დროში იქცა მეხუთე კატეგორიის ქარიშხლად. ქარის სიჩქარემ 265 კილომეტრს გადააჭარბა, რომელსაც თან ახლდა ძლიერი წვიმა. ქარიშხალმა წყალდიდობაც გამოიწვია. დაზიანდა გზები, შენობები და ინფრასტრუქტურა. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაღუპულია, სულ მცირე, 45 ადამიანი.
ქვემოთ მოცემული წინასწარი ინფორმაცია ადგილობრივი ძმების მიერ არის მოწოდებული.
დაზარალებული და-ძმები
არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაშავებულა.
ამ ტერიტორიაზე 10 000-ზე მეტი და-ძმა ცხოვრობს.
სერიოზულად დაზიანდა ერთი საკონგრესო დარბაზი.
დაზარალებულთა დახმარება
სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებს.
ცენტრალური ამერიკის ფილიალის 4 წარმომადგენელი ჩავიდა ქალაქში, რათა თანაქრისტიანები გაემხნევებინათ.
ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც ანუგეშოს და სიმშვიდე მოჰგვაროს დაზარალებულ და-ძმებს (ფილიპელები 4:6, 7).