2021 წლის 3 ნოემბერი
მექსიკა
ქარიშხალმა „პამელამ“ მექსიკაში წყალდიდობა გამოიწვია
2021 წლის 13 ოქტომბერს მექსიკის სანაპირო ზოლს ქარიშხალი „პამელა“ დაატყდა თავს. ეს იყო პირველი კატეგორიის შტორმი, რომელმაც ძლიერი ქარი, თავსხმა წვიმა და წყალდიდობა გამოიწვია, ძირითადად, დურანგოში, ნაიარიტსა და სინალოაში.
დაზარალებული და-ძმები
არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაზიანებულა.
საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია 112 მაუწყებელს.
მსუბუქი ზიანი მიადგა 75 სახლს.
მსუბუქი ზიანი მიადგა 1 დარბაზს.
დაზარალებულთა დახმარება
როგორც ჩვენი ძმები გვატყობინებენ, ორგანიზაციისგან მიღებული მითითებების წყალობით, და-ძმები კარგად იყვნენ მომზადებული ქარიშხლისთვის.
ისინი, ვისაც სახლის დატოვება მოუწიათ, ნათესავებმა და თანაქრისტიანებმა შეიფარეს.
საკვები მარაგის მიწოდება 20 მაუწყებლისთვის გახდა საჭირო.
ადგილობრივი უხუცესები ამხნევებენ დაზარალებულ და-ძმებს.
დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.
და-ძმებს ასე დროულად რომ გაეწიათ დახმარება, იეჰოვას სიყვარულის დასტურია. ის ნამდვილად ჩვენი თავშესაფარია (ფსალმუნი 59:16).