არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 28 ოქტომბერი
მექსიკა

მექსიკაში ქარიშხალ „ოდელის“ შედეგად დაზარალებულებს იეჰოვას მოწმეებმა დახმარება აღმოუჩინეს

მექსიკაში ქარიშხალ „ოდელის“ შედეგად დაზარალებულებს იეჰოვას მოწმეებმა დახმარება აღმოუჩინეს

2014 წლის 15 სექტემბერს, ორშაბათს ქვემო კალიფორნიის სამხრეთ სანაპიროზე ამოვარდნილი ქარიშხლის, „ოდელის“ შედეგად დაზარალებული იეჰოვას მოწმეები თანამორწმუნეებმა საკვებით, წყლითა და საჭირო მედიკამენტებით მოამარაგეს. ამ შტორმის შედეგად, რომელიც 1967 წლის შემდეგ ამ ნახევარკუნძულზე მომხდარი ყველაზე ძლიერი შტორმია, არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არ დაშავებულა. თუმცა ქარიშხალმა მიწასთან გაასწორა იეჰოვას მოწმეთა 82 სახლი, ხოლო 85 — სერიოზულად დააზიანა, რის გამოც 125 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ეს იეჰოვას მოწმეები თანამორწმუნეებმა შეიკედლეს. ოთხი დღით ადრე, სანამ ნახევარკუნძულზე ქარიშხალი ამოვარდებოდა, იეჰოვას მოწმეების სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტებმა ამ ტერიტორიაზე ყველა კრებას წერილები დაუგზავნეს, სადაც მოცემული იყო მითითებები, თუ როგორ უნდა მომზადებულიყვნენ სტიქიური უბედურებისთვის. იეჰოვას მოწმე უხუცესებმა იმაზეც იზრუნეს, რომ კრების იმ წევრებს, რომლებიც არამდგრად შენობებში ცხოვრობდნენ, სხვა მოწმეების სახლებისთვის შეეფარებინათ თავი. მექსიკაში იეჰოვას მოწმეების ფილიალმა 20 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა სტიქიის ზონაში.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

მექსიკა: გამალიელ კამარილო, ტელ. +52 555 133 3048