13 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
მექსიკა
ქვემო გერმანულ ენაზე გამოიცა ოთხი სახარება
2023 წლის 25 აგვისტოს ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა რობერტ ბატკომ, გამოაცხადა, რომ ქვემო გერმანულ ენაზე გამოიცა ოთხი სახარება. განცხადება გაკეთდა რეგიონული კონგრესის „კვლავაც მოითმინეთ!“ პირველ დღეს, რომელიც ჩატარდა მექსიკის ქალაქ ჩიუაუაში. შეხვედრას მთლიანობაში 355 ადამიანი დაესწრო. მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ოთხივე სახარების ელექტრონული ფორმატი, რომელსაც თან აუდიოჩანაწერები დაერთო. რაც შეეხება ბეჭდურ ვერსიას, მხოლოდ „მათეს სახარება“ გამოიცა, მომდევნო სამი სახარება კი მაშინ გახდება ხელმისაწვდომი, როცა სრულად გამოიცემა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ქვემო გერმანულზე მთელი ამერიკის ტერიტორიაზე საუბრობენ, თუმცა ეს ენა მექსიკაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
ეს ახალი თარგმანი მაუწყებლებს უკვე დიდ დახმარებას უწევს. ერთი ძმა აღნიშნავს: „ბიბლიაში, რომელსაც ვიყენებდით, ციტატები არ არის გამოყოფილი, ამიტომ რთულია, გაიგო, ვინ ვის ესაუბრება. ეს გამოცემა კი ყველაფრის გაგებას ამარტივებს“.
ჩვენც ვხარობთ ჩვენს და-ძმებთან ერთად და გვჯერა, რომ ეს ახალი თარგმანი ბევრს დაეხმარება, „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:3, 4).