არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა შაი აშერი კითხულობს გახსენების საღამოს მოხსენებას.

2021 წლის 21 აპრილი
მიანმა

2021 წლის გახსენების საღამოს აღნიშვნა — მიანმა

გახსენების საღამოს მოხსენება ტელეფონით გადაიცა სამოქალაქო არეულობის დროს

2021 წლის გახსენების საღამოს აღნიშვნა — მიანმა

2021 წლის თებერვლიდან მიანმაში სამოქალაქო არეულობა მძვინვარებს. ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამომდე რამდენიმე კვირით ადრე ქვეყნის სხვადასხვა მხარეში შეირაღებულმა კონფლიქტმა იფეთქა. შედეგად, 5 102 მაუწყებლიდან ბევრმა დაკარგა ინტერნეტზე წვდომა. ძმებმა გახსენების საღამოს მოხსენების მოსასმენად სხვა საშუალება, ტელეფონი გამოიყენეს.

ერთ ქალაქში გახსენების საღამოს დღეს ქუჩებში სროლები ატყდა. საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაკავებლად ჯარისკაცებმა სახლების ჩხრეკა დაიწყეს. ძმები ძალიან ანუგეშა წლის მუხლმა: „თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“ (ესაია 30:15). ისინი სახლებიდან არ გამოდიოდნენ და ერთმანეთს დაბალი ხმით ესაუბრებოდნენ. ოთახებში განათება მინიმალურად დატოვეს. შედეგად, გახსენების საღამო ყოველგვარი ინციდენტის გარეშე აღნიშნეს. სამოქალაქო არეულობის მიუხედავად, ამ კრებაში გახსენების საღამოზე დამსწრეთა უმაღლესი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბევრი ტელეფონით უსმენდა პროგრამას.

ქვეყნის მასშტაბით, მთლიანობაში, 11 877 ადამიანი დაესწრო გახსენების საღამოს. ეს 14 პროცენტით მეტი იყო მაქსიმალურ დამსწრეთა რიცხვის წინა მაჩვენებელთან შედარებით, რაც 2019 დაფიქსირდა.

ორი და ინტერნეტის მეშვეობით უყურებს გახსენების საღამოს ელექტრონულ მოწყობილობაში. ისინი ხმის გამაძლიერებელს იყენებენ და ტელეფონის საშუალებით სხვებსაც ასმენინებენ გახსენების საღამოს მოხსენებას.

დარწმუნებულნი ვართ, ჩვენი ზეციერი მამა დიდად ხარობს, როცა ხედავს ჩვენი ძმების შემართებას, რომლებიც სამოქალაქო არეულობის დროსაც კი არ წყვეტენ მისადმი თაყვანისცემას (იგავები 27:11).