არჩეულ მასალაზე გადასვლა

19 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
მიკრონეზია

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩუკესურ ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩუკესურ ენაზე

2023 წლის 1 ოქტომბერს მიკრონეზიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა კარლიტო დელა კრუზმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩუკესურ ენაზე. ეს განცხადება გაკეთდა ჩუუკში (მიკრონეზია) გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე, რომელსაც 83 ადამიანი ესწრებოდა. ამასთანავე, შეხვედრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით 435 და-ძმა ისმენდა, რომლებიც გუამსა და შეერთებულ შტატებში ჩუკესურენოვან კრებებსა და ჯგუფებში მსახურობენ. ახალი გამოცემის ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა მაშინვე გახდა შესაძლებელი, ხოლო ბეჭდური ვერსია 2024 წლის იანვარში გახდება ხელმისაწვდომი.

ჩუკესურ ენაზე, ძირითადად, ჩუუკის კუნძულებზე საუბრობენ, რომლებიც წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და მიკრონეზიის ფედერაციულ შტატებს ეკუთვნის. იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიური პუბლიკაციების თარგმნა ამ ენაზე 1978 წლიდან დაიწყეს. დღესდღეობით ჩუუკის კუნძულებზე ორი კრებაა, სადაც დაახლოებით 180 და-ძმა მსახურობს. გარდა ამისა, ერთი კრება გუამის კუნძულზე ფუნქციონირებს, ხოლო ერთი კრება, სამი ჯგუფი და ერთი წინარე ჯგუფი — შეერთებულ შტატებში.

მართალია, ჩუკესურ ენაზე ბიბლიის სხვა თარგმანებიც არსებობს, მაგრამ მათ უმეტესობაში ღვთის სახელი იეჰოვა არაა მოხსენიებული. „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ ამ ახალ გამოცემაში ღვთის სახელი ყველგან არის აღდგენილი. ძმა კარლიტომ აღნიშნა: „დარწმუნებული ვართ, ეს ახალი თარგმანი ხალხს ღვთის სახელსაც გააცნობს და მასთან დაახლოებაშიც დაეხმარება“.

ძალიან გვიხარია, რომ ჩუკესურ ენაზეც გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“. ეს თარგმანი დიდ დახმარებას გაუწევს ყველას, „ვისი გულიც მარადიული სიცოცხლის მისაღებად“ არის განწყობილი (საქმეები 13:48).