არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 6 ოქტომბერი
მოზამბიკი

გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სენა ენაზე

გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სენა ენაზე

ამა წლის 2 ოქტომბერს მოზამბიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა დეივიდ ამორიმ, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სენა ენაზე. a ამ გამოცემის შესახებ განცხადება წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით გაკეთდა, რომელსაც მაუწყებლებმა დარბაზებიდან მოუსმინეს. პროგრამა გადაიცემოდა ადგილობრივი ტელევიზიისა და 14 რადიომაუწყებლობის მეშვეობით.

სენაზე ენაზე მალავის ზოგიერთ ნაწილში და მოზამბიკის ოთხ პროვინციაში, მანიკაში, სოფალაში, ტეტესა და ზამბეზიაში საუბრობენ.

სენაენოვანი მთარგმნელობითი ოფისი (მოზამბიკი, ბეირა)

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მოზამბიკში იეჰოვას მოწმეებმა მთლიანად თარგმნეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ადგილობრივ ენაზე. სენა ენაზე ბიბლიის ზოგიერთი წიგნის თარგმანი უკვე არსებობდა, თუმცა მასში არქაული ენაა გამოყენებული და თანაც ძალიან ძვირი ღირს.

მთელი გულით ვიზიარებთ სენაენოვანი და-ძმების სიხარულს. აშკარაა, იეჰოვამ აკურთხა ამ ენაზე მოსაუბრე ჩვენი თანაქრისტიანები (იგავები 10:22).

a ბიბლიები ხელმისაწვდომია როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმატით.