არჩეულ მასალაზე გადასვლა

13 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
მოზამბიკი

გამოიცა „მათეს სახარება“ მოზამბიკურ ჟესტურ ენაზე

გამოიცა „მათეს სახარება“ მოზამბიკურ ჟესტურ ენაზე

2023 წლის 9 ივლისს მაპუტუში (მოზამბიკი) გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე მოზამბიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა კასტრო სალვადომ, გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ მოზამბიკურ ჟესტურ ენაზე. შეხვედრას, რომელიც ვიდეოკონფერენციის მეშვეობითაც გადაიცემოდა, მთლიანობაში 857 ადამიანი დაესწრო. ახალი გამოცემა მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებგვერდზე jw.org და აპლიკაციაში „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“.

მოზამბიკში ყრუ-მუნჯი მაუწყებლების რიცხობრივი ზრდის გამო 2017 წელს ფილიალში ჩამოყალიბდა მთარგმნელობითი ჯგუფი. ამჟამად 5 ჟესტურენოვანი კრება, 12 ჯგუფი და 10 წინარე ჯგუფია, სადაც მთლიანობაში 344 მაუწყებელი მსახურობს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ენაზე ბიბლიის წიგნი გამოიცა. ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „მოზამბიკურ ჟესტურ ენაზე მოსაუბრე ხალხს, არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, საკუთარ ენაზე წაეკითხა ლოცვის ნიმუში. ამიტომ ერთი სული მაქვს, ჩემს ბიბლიის შემსწავლელებთან მათეს 6:9—13 განვიხილო, რათა მათ ლოცვის მნიშვნელობა უკეთ დაინახონ“.

გვახარებს, რომ ეს ახალი გამოცემა მოზამბიკში ბევრს დაეხმარება, ჩასწვდეს „ღვთის წმინდა“ სიტყვებს (რომაელები 3:2).