არჩეულ მასალაზე გადასვლა

18 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
მოზამბიკი

გამოიცა „მათეს სახარება“ ფიმბი ენაზე

გამოიცა „მათეს სახარება“ ფიმბი ენაზე

2023 წლის 13 აგვისტოს მოზამბიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ჩარლზ ფონსეკამ, გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ ფიმბი ენაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ენაზე ბიბლიის წიგნი გამოიცა. ამ გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა სოფელ ფინგოში ჩატარებულ რეგიონულ კონგრესზე „კვლავაც მოითმინეთ!“, რომელსაც 3 055 ადამიანი დაესწრო. ამ ახალი გამოცემის ელექტრონული და ბეჭდური ვერსიები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი.

ფიმბიენოვანი ხალხი, ძირითადად, ტეტეს პროვინციის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს, რომელიც ზამბიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ამ ენაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი საუბრობს. მოზამბიკში ფიმბიენოვანი 20 კრება და 2 ჯგუფია, სადაც 897 მაუწყებელი მსახურობს. მოზამბიკის ფილიალის წარმომადგენელმა აღნიშნა: „ძალიან გვიხარია, რომ ფიმბი ენაზე მოსაუბრე და-ძმებს ახლა თავიანთ ენაზე აქვთ ბიბლიის წიგნი“.

ჩვენც ვხარობთ ფიმბიენოვან და-ძმებთან ერთად, რომელთაც ეს ახალი გამოცემა კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ იესო შეასრულებს თავის დანაპირებს და რბილი ხასიათის ადამიანებს მომავალში უხვად აკურთხებს (მათე 5:5).