9 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023
მოზამბიკი
გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ რონგა ენაზე
2023 წლის 5 მარტს ზიმპეტუს ეროვნულ სტადიონზე (მაპუტუ, მოზამბიკი) გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე მოზამბიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, კასტრო სალვადომ, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ რონგა ენაზე. შეხვედრას 3 150 ადამიანი ესწრებოდა. პანდემიის შემდეგ მოზამბიკში ეს იყო პირველი ფართომასშტაბიანი შეხვედრა, რომელიც ცოცხლად ჩატარდა. ამ გამოცემის ბეჭდური ვერსია მაშინვე დაურიგდათ დამსწრეებს.
რონგა ენა მაპუტუს პროვინციაში მცხოვრები დაახლოებით 618 000 ადამიანისთვის მშობლიური ენაა. მართალია, ამ ენაზე აქამდეც იყო ხელმისაწვდომი ბიბლიის სხვა თარგმანები, მაგრამ ზოგიერთში განსხვავებული დამწერლობა და დიაკრიტიკული ნიშნებია გამოყენებული. ამის გამო მკითხველთა უმეტესობისთვის ბიბლიის ეს თარგმანები გაუგებარია.
ერთ-ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ და-ძმებსაც ძალიან უხარიათ, რადგან ახლა მარტივი და ადვილად გასაგები თარგმანი აქვთ. თანაც ღვთის სიტყვა მეტად სწვდება ჩვენს გულებს“.
ჩვენც ვხარობთ ჩვენს და-ძმებთან ერთად და ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც აკურთხოს რონგაენოვან ტერიტორიაზე სამქადაგებლო საქმე (რომაელები 12:15).