არჩეულ მასალაზე გადასვლა

ციკლონმა „ჩალანემ“ მოზამბიკის სანაპირო ზოლს გადაუარა.

2021 წლის 13 იანვარი
მოზამბიკი

მოზამბიკს თავს ატყდება ტროპიკული ქარიშხალი „ჩალანე“

მოზამბიკს თავს ატყდება ტროპიკული ქარიშხალი „ჩალანე“

ადგილმდებარეობა

სოფალის და მანიკის პროვინციები (ცენტრალური მოზამბიკი), აგრეთვე ის მხარეები, რომლებსაც 2019 წლის მარტში ციკლონმა „იდაიმ“ გადაურა.

სტიქია

  • 2020 წლის 30 დეკემბერს მოზამბიკის სანაპირო ზოლს ტროპიკულმა ქარიშხალმა „ჩალანემ“ გადაუარა. წყალდიდობამ და ჩამოწოლილმა მეწყერმა დიდი ზიანი მიაყენა მოსახლეობას.

დაზარალებული და-ძმები

  • 3-მა მაუწყებელმა მიიღო სხეულის მცირე დაზიანება.

● მატერიალური ზარალი

  • მცირედ დაზიანდა და-ძმების 34 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 12 სახლი.

  • დაინგრა 16 სახლი.

  • მცირე ზიანი მიადგა იეჰოვას მოწმეთა 7 დარბაზს.

  • სერიოზულად დაზიანდა 4 დარბაზი.

  • მთლიანად დაინგრა 1 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • ჩამოყალიბდა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რათა ხელმძღვანელობა გაეწიოს დაზარალებულთა დახმარებას, რაშიც უსახლკაროდ დარჩენილი და-ძმებისთვის დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფაც შედის. დაზარალებულთა დახმარების პარალელურად და-ძმები იცავენ კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმებს.

ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც გააძლიეროს სტიქიის შედეგად დაზარალებული ჩვენი და-ძმები (ფსალმუნი 121:2).