არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 28 მაისი
მოზამბიკი

ჩრდილოეთ მოზამბიკს ციკლონი „კენეთი“ დაატყდა

ჩრდილოეთ მოზამბიკს ციკლონი „კენეთი“ დაატყდა

2019 წლის 25 აპრილს ჩრდილოეთ მოზამბიკს ციკლონი „კენეთი“ დაატყდა. ეს უკვე მეორე ციკლონია ამ მოკლე ხანში ტროპიკულ ციკლონ „იდაის“ შემდეგ, რომელმაც დიდი ზარალი მიაყენა ქვეყანას მარტის თვეში. ციკლონმა „კენეთმა“ გამოიწვია ძლიერი წყალდიდობა და მეწყერი, რის შედეგადაც დაინგრა სახლები, დაზიანდა სავალი გზები და ისედაც მოშლილი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გამოვიდა მწყობრიდან.

პროვინცია კაბუ-დელგადუში დაახლოებით 300 მაუწყებელი ცხოვრობს. მათგან არავინ დაღუპულა და ფიზიკური ზიანიც არავის მიუღია. თუმცა განადგურდა და-ძმების 9 სახლი, 16 სახლი კი დაზიანდა. გარდა ამისა, მთლიანად დაინგრა ერთი სამეფო დარბაზი, სამი დარბაზი კი დაზიანდა. სარაიონო ზედამხედველმა, ადგილობრივმა საპროექტო-სამშენებლო განყოფილების წარმომადგენელმა და ორმა ძმამ მთარგმნელობითი ოფისიდან მოინახულეს ყველა დაზარალებული კრება და იზრუნეს და-ძმების საჭიროებებზე.

ვლოცულობთ ჩვენი და-ძმებისთვის, რომლებიც კვლავაც იეჰოვაზე ამყარებენ იმედს, რადგან ის არის მათი ძალა და შველა „გაჭირვების დროს“ (ფსალმუნი 46:1).